მთავარი ციტატა

“ქვეყანაში მარაგები კონტროლდება – მოვუწოდებთ მოსახლეობას სიწყნარისკენ”

„როგორც იცით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენი სამინისტროს მხრიდან კოორდინაცია სხვადასხვა მომწოდებელი რგოლის, რათა ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის პრობლემა არ შეიქმნას. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ვახორციელებთ სრულ მონიტორინგს, ასევე ძირითად პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ეს არის დაახლოებით 22 იდენტიფიცირებული პროდუქტი…. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მარაგები კონტროლდება ქვეყანაში და მოვუწოდებთ მოსახლეობას სიწყნარისკენ”

ლევან დავითაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი

შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად  გამოაცხადა.

 

იტვირთბა....