მთავარი ციტატა

“ჩვენი ბრძოლა პანდემიასთან – ეს არის უკვე ომი”

„ჩვენი ბრძოლა პანდემიასთან, პრაქტიკულად, როგორც დღეს ხშირად ამბობენ, ეს არის უკვე ომი და ომის მდგომარეობაში ვართ, უბრალოდ მტერი არის უხილავი და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ვერაგი. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მთელი ძალისხმევა ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეების, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს ამ პანდემიის შეჩერებისა და საბოლოო ჯამში, მისი ამოძირკვისკენ. მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ, საქართველო საკმაოდ კარგად გამოიყურება საერთაშორისო არენაზე, როგორც კორონავირუსთან ბრძოლის მიმართებით“

ივანე მაჭავარიანი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

შეგახსენებთ, საქართველოში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად  გამოაცხადა.

იტვირთბა....