ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კორონავირუსის გამო დედაქალაქის მერია ახალ შეზღუდვებს აწესებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მერიის რაიონულ მომსახურების ცენტრები მუშაობას აჩერებენ და კლიენტის მომსახურებას მხოლოდ ცენტრალური ოფისი გააგრძელებს.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ცენტრალური ოფისის  სერვისცენტრშიც მოხდება ცვლილებები, კერძოდ, მისაღებში შესვლის შესაძლებლობა ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება.

მისივე თქმით, იცვლება მომსახურების წესებიც.

„პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, დარჩით სახლში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით  მომსახურების შეჩერების შესახებ.

ახლა კი მსურს, საზოგადოებას თბილისის მერიის კიდევ რამდენიმე პრევენციული გადაწყვეტილების შესახებ მივაწოდო ინფორმაცია.

ჩვენი გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონულ მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის  სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის.

მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისაღებში ერთდროულად შევიდნენ.

მისაღებში მოქალაქეებს ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ, რის შემდეგაც ჩვენი სამსახურების თანამშრომლები წერილს გაეცნობიან და მოახდენენ რეაგირებას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდება სრულად უკონტაქტოდ ვერ განხორციელდება, ვინაიდან, ჩვენს თანამშრომლებს ხშირად უწევთ მოქალაქეების დახმარება წერილის შედგენასა და განაცხადის დაწერაში. სწორედ ამიტომ, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს, რომელთაც ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მიმართულებით, გარკვეული დახმარება ესაჭიროებათ“,- აცხადებს კალაძე.

ამასთან, მერის იიფორმაციით, ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი.

იტვირთბა....