aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსი: ხათუნა ლაგაზიძე სპეციალური სოციალური სოლიდარობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, სპეციალური სოციალური სოლიდარობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ლაგაზიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის: აქეთ რომ ვთხოვთ, იქეთ გვერდში დგომაზეც ვიფიქროთ. მოგიწოდებთ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეიქმნას სპეციალური სოციალური სოლიდარობის ფონდი, სადაც ბიზნესები, ვისაც რა შეგვიძლია იმდენს ჩავრიცხავთ. ეს თანხები აუცილებლად საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებებისთვის, მედპერსონალის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების, დევნილების, მარტოხელების და ა.შ. დახმარებისთვის. ჯერჯერობით რასაც ხედავს ჩვენი მოსახლეობა, ბიზნესმენეთა ერთი ჯგუფისგან შექმნილი კრიზისით ხელის მოთბობის მცდელობაა. მოვიქცეთ ისე, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების და ღირსეულად საქმიანობის უფლება გვქონდეს. იმედია, ამ ინიციატივას ბევრი შემოუერთდება”, – წერს ხათუნა ლაგაზიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, საქართველოში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად  გამოაცხადა.

იტვირთბა....