მთავარი ციტატა

“ქადაგიძე არ აპირებს იყოს სამართლის სადარაჯოზე, ის იქნება მუდმივად ხელისუფლების სადარაჯოზე”

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესმა აჩვენა, რომ „ოცნება“ დაინტერესებულია მხოლოდ იმით, „კლანმა“ თავისი მდგომარეობა განიმტკიცოს და ივანიშვილის ყველა დავალება შეასრულოს. ჩვენ მასთან გვქონდა გასაუბრებები კომიტეტზე, სადაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი არ აპირებს იყოს სამართლის სადარაჯოზე, არამედ იქნება მუდმივად ხელისუფლების სადარაჯოზე”.

სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველოს“ წევრი

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე დაამტკიცა. მას მხარი დაუჭირა უმრავლესობის სრულმა შემადგენლობამ, 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი არცერთი იყო.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეწ.   

შეგახსენებთ, 10 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია.  საბჭომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს გაუგზავნა. დღევანდელ კენჭისყრამდე, კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს, სადაც მან საკუთარ ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

იტვირთბა....