ახალი ამბები მთავარი სამართალი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე დამტკიცდა

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დაამტკიცეს.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი და მას მხარი დაუჭირა უმრავლესობის სრულმა შემადგენლობამ, 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი არცერთი იყო.

ქადაგიძის კანდიდატურას ბოიკოტი გამოუცხადეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა და მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ქადაგიძეს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად დეპუტატების 76 ხმა სჭირდებოდა.

პლენარულ სხდომას ნინო ქადაგიძეც დაესწრო.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს. ნინო ქადაგაძემ დეპუტატებს საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები წარუდგინა.

მოსმენის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, 10 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 12 ხმით შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა და აღნიშნული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად მიიღო.

 

 

იტვირთბა....