კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბაქოში ავტომობილების შესვლა აიკრძალა.
ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.
ავტომობილების გადაადგილება სუმგაითისა და აფშერონის რაიონშიც იზღუდება.
აკრძალვა 19 მარტიდან 29 მარტამდე იმოქმედებს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანში კორონავირუსით 28 ადამიანია ინფიცირებული.