თელავში ორმა მოქალაქემ თვითიზოლაციის წესები დაარღვია.
მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ სერვისის მისაღებად თელავის იუსტიციის სახლში მივიდნენ.
ისინი პოლიციამ საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანა.
აღნიშნულის გამო, იუსტიციის სახლის თელავის ფილიალში სამუშაო პროცესი 17 და 18 მარტს, ორი დღით შერჩერებულია. ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.
იუსტიციის სახლის თელავის ფილიალში სადენზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა დადასტურდა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება. ხოლო კარანტინში 1008 ადამიანია მოთავსებული.