„ახალი ინიციატივა ფორსმაჟორულ სიტუაციას და შესაბამისად, პროცენტების შეჩერებას კი არა, ის პროცენტების გადავადებას, ანუ ახალი, ამ სამთვიანი გადაუხდელი სესხების აკუმულირებას და თავიდან დარიცხვას გულისხმობს, ხოლო იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი იკეტება და ხალხს სახლში წასვლა უწევს, ხელფასი კი არა, სოციალურად დაუცველები ხდებიან ადამიანები”, – განაცხადა “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს კომიტეტის სხდომის მოწვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარება მოსთხოვა.
„ჩვენს თვალწინ ყოველდღიურად ხდება კონსტიტუციის, კანონის დარღვევა, რადგან მაშინ, როდესაც საქართველოში ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ბანკს, ქვეყანაში გაცილებით მეტია კრედიტები გაცემული, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკაში ფული არსებობს.
ანუ, ხალხს აძლევენ იმ ფულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და დღეს ამ არარსებულ ფულზე უნდათ კიდე პროცენტები დაარიცხონ, არც კი შეაჩერონ.
მით უმეტეს, რომ ახალი ინიციატივა, რომელიც გამოვიდა, ის არ გულისხმობს ფორსმაჟორულ სიტუაციას და პროცენტების შეჩერებას, ის მათ გადავადებას, ანუ ახალი სესხების, ამ სამთვიანი გადაუხდელი სესხების აკუმულირებას დათავიდან დარიცხვას გულისხმობს.
რაც შეეხება მთავრობის მიერ ჩატოვებულ მილიარდიან პაკეტს, ეს სხვა არაფერია თუ არა კალაძის სამი თითის კომბინაცია, რადგან იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი დაიკეტა, რა საშემოსავლო გადასახადი ჩატოვეს? და რა ქონების გადასახადზეა საუბარი?
ვინ იცის ამ ყველაფრის ფასი, ვინმემ დათვალა? ან საერთოდ, ვინ იცის რა იქნება 3 თვის მერე?! რადგან ხალხი, რომელსაც დღეს სახლში წასვლა უწევს, ხელფასი კი არა, სოციალურად დაუცველები შეიძლება გახდნენ.
მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ჩემი უდიდესი პატივისცემა ჩვენს ექიმებს და მთელ სამედიცინო სფეროს, მაგრამ რა დავაშავეთ იმის ფასი, რომ ეკონომიკურ ნაწილში მხოლოდ ციფრების ბრახა-ბრუხია და არანაირი რეალური ქმედება?!“ – აცხადებს ჭიჭინაძე.