„ჯერჯერობით ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა სტაციონარში მობილიზებლი გვაქვს ხელოვნური სუთქვის აპარატები. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა – ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეისათვის მომზადებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
აღნიშნული განცხადება მინისტრმა მედიასთან გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 პირი, რომელიც გუშინ, 16 მარტს საავადმყოფოდან გაეწერა. 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული პირველი პაციენტია, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.