თბილსში, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები ქუჩებს აკურთხებენ. ინფორმაციას საპატრიარქოს პრეს-სამსახური ავრცელებს.
სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს ღია მანქანებიდან აკურთხებენ.
ქუჩების კურთხევის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომ, პირველად, 14 მარტს გაავრცელა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, ყველა კვირა დღეს, ყველა ტაძარში დაირეკება ზარები და შესრულდება ლოცვები. საპატრიარქოს ინფორმაციით, აღნიშნული რიტუალი ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის დასრულებამდე გაგრძელდება.