კახეთში თვითიზოლაციაში 182 ადამიანი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ბიუროს კახეთის განყოფილების ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. თვითიზოლაციაში იმყოფებიან ის ადამიანებიც, რომლებიც ნაკლებად დასენიანებული ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.
რაც შეეხება საკარანტინო ზონას, კახეთში 2 საკარანტინო ზონაა.
კახეთის რეგიონში კარანტინში 33 მოქალაქე რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საკარანტინო ზონაში იმყოფება ის 8 ადამიანი, რომლებიც გუშინ თვითიზოლაციის დარღვევისთვის კარანტინში იძულებით მოათავსეს.