„ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ბრუნდება ახლა ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნიდან. მოგეხსენებათ, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში, ფრენებიც უკვე შეიზღუდა. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ასწრებენ ქვეყანაში დაბრუნებას“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი – პაატა იმნაძე
აღნიშნული განცხადება იმნაძემ, საქართველოში კარანტინის რეჟიმში მყოფების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ 33-ია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება. ხოლო კარანტინში 1008 ადამიანია მოთავსებული.