ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ემოციების დღეა, პირველი პაციენტი გავწერეთ და ხვალ მეორეც გაეწერება” – ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე განცხადებას ავრცელეს და აცხადებს, რომ საავადმყოფოში დღეს დადებითი ემოციების დღეა, რადგან ერთი პაციენტი უკვე გაწერეს და მეორე სავარაუდოდ ხვალ გაეწერება. ამის შესახებ ენდელაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

„გაგვახარა იმან, რომ პირველი პაციენტი გავწერეთ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ხვალ მეორე პაციენტსაც გავწერთ. პნევმონიის შემთხვევები არის, მაგრამ გაუარესებული არც ერთი პაციენტი არ არის. რადიოლოგიურად, ლაბორატორიულად დადასტურებული პნევმონიებია, მაგრამ გამოხატული მნიშვნელოვანი სუნთქვის უკმარისობა, ანუ გაუარესება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, სიმძიმე არის, მაგრამ დიდი იმედით ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ერჯერობით, ყველასთან არ არის ის ვადა გასული, როცა ველოდებით, რომ შეიძლება, რაღაც გაუარესების კლინიკა იყოს გამოხატული, მაგრამ იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება იმ პაციენტებთან, რომლებიც ამჟამად ჩვენთან არიან მოთავსებული“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღეს, ამ მომენტამდე ახალი შემთხვევა არ გვაქვს. თუმცა, ახლა გაგზავნილი გვაქვს პასუხებისთვის. დღეს შემოწმდა 18 საეჭვო შემთხვევა და ვიცით, რომ შვიდზე უარყოფითი პასუხი გვაქვს, დანარჩენი თერთმეტის პასუხები კი არ მიგვიღია და ამდენად, საბოლოო დადასტურება ყველასი არ გვაქვს. ხვალ დილისთვის უკვე გვეცოდინება, იქნება თუ არა ახალი ინფიცირებული“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ 33-ია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება. ხოლო კარანტინში 1008 ადამიანია მოთავსებული.

იტვირთბა....