ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კატალონიის მეთაურს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა

კატალონიის მეთაურს, კიმ ტორმს ახალი კორონავირუსით დაინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ გაავრცელა.

მანამდე ვირუსით ინფიცირება, ტორმსის მოადგილეს პერე არაგონესს დაუდგინეს.

„მე გამიკეთეს ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა“ ,-განაცხადა კატალონიის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ერთ თვეზე მეტია რაც ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უკანასკნელი მონაცემებით კი ქვეყანაში კოვიდ19-ის 9 200 დადასტურებული შემთხვევაა, დაღუპულია 309 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელების გამო, 14 მარტს ესპანეთში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს.

იტვირთბა....