ურეკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორი დაშავდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი მიკროავტობუსს, ორივე კი, გაჩერებულ მერსედესის ტიპის ავტომანქანას შეეჯახნენ.
ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდნენ ბავშვებიც, რომლებიც შემდგომი კვლევებისთვის ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ექიმებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.