ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებებს დროებით აჩერებს

ახალი კორონავირუსის გამო, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებებს დროებით აჩერებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დროებით შეჩერდება 2020 წლის 1-ელ აპრილამდე ჩანიშნული გამოსახლებები.

„შექმნილი მდომარეობიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით, 2020 წლის პირველ აპრილამდე ჩანიშნული გამოსახლებები დროებით გაუქმდა“, – ნათქვამია აღსრულების ბიუროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული.

იტვირთბა....