საბერძნეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 14 დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო ხდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულ საბერძნეთის მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინი არ ეხებათ, თუმცა ისინი ვალდებულები იქნებიან, 14 დღე თვითიზოლაციაში გაატარონ.
ამასთან ერთად, საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, დაიხუროს ის მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, სადაც სურსათი არ იყიდება.
საბერძნეთში ამ დროისთვის კორონავირუსის ინფიცირების 330-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ახალი ტიპის ვირუსისგან გარდაცვლილია ოთხი ადამიანი.