ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 15 ათასს მიაღწია. ხოლო, ვირუსის შედეგად 853 ადამიანი გარდაიცვალა.
მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში ინფიცირების 1053 და გარდაცვალების 129 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ირანში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დაფიქსირდა.