“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში საჭიროა სოლიდარობის გამოჩენა მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ.
როგორც პარტიის ლიდერმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მწვავე ოპონირების რეჟიმი გადადის სხვა რეჟიმში, შესაბამისად შენიშვნები იქნება მაქსიმალურად საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დასმული.
ბურჯანაძემ ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს და ყველა ექიმს, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ნინო ბურჯანაძემ ონლაინ რეჟიმზე გადასვლის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის და მისი თანაგუნდელები, ყველა საჭირო აქტივობაში აუცილებლად ჩაერთვებიან.
“ახლა ჩვენ ყველა სოლიდარულები უნდა ვიყოთ ხელისუფლების მიმართ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის დასაცავად ღონისძიებები გაატაროს,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.