ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა, დავამშვიდო ყველა, თუ ისინი იმყოფებოდნენ გუდაურში, არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი”,- ტიკარაძე

“მინდა, დავამშვიდო ყველა მოქალაქე, თუ ისინი იმყოფებოდნენ გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ ჩეხ ტურისტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ რისკ ჯგუფში შედიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც დაავადებულთან ქონდათ 15 წუთზე დიდი ხნის კონტაქტი და ერთ მეტრზე უფრო ნაკლები დისტანცია ეკავათ.

„მინდა, დავამშვიდო ყველა მოქალაქე, თუ ისინი ამ პერიოდში იმყოფებოდნენ გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსიკორონავირუსი, როგორც ამას დაავადებთა კონტროლის ცენტრი არაერთხელ განმარტავს, გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი ინტენსიური კონტაქტი და მათი დაშორება პიროვნებასთან არის ერთ მეტრზე უფრო ნაკლები. თუ ეს შეზღუდვა უკვე დაცული არის და თუ ამ დროის მანძილზე არ მომხდარა ხანგრძლივობით კონტაქტი, მაშინ ეს ადამიანები თავისთავად რისკჯგუფში უკვე არ არიან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ჩეხ ტურისტს, საქართველოდან გამგზავრების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა.  ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი კი უკვე იზოლირებულია.

 

იტვირთბა....