ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძის განცხადებით, ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი უკვე იზოლირებულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ ჩეხ ტურისტს, საქართველოდან გამგზავრების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი უკვე იზოლირებულია და დამატებითი კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს.

ტიკარაძის თქმით, 30-დან სამ ადამიანს გამოხატული სიმპტომები აქვს.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთში მოქალაქეს მისი ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა, ღიად დარეკა და დააფიქსირა, ასევე ფოტო-მასალით სრულად აღწერა ის მარშრუტი, რომელ მარშრუტზეც იმყოფებოდა სიმპტომების გამოვლენეის შემდეგ. ეს მნიშვნელოვანად დაეხმარა ჩვენს ოპერატიულ სამსახურს, რათა გუშინვე მოეხდინათ ყველა იმ პირის იზოლირება, რომლებიც ამ ადამიანთან იმყოფებოდნენ კონტაქტზე.

ეს სამი ადამიანი არის თვითიზოლაციაში, მოხდება მათი გადამოყვანა თბილისში. ლუგარში მიმდინარეობს კვლევა და პასუხებს საღამოს მოგახსენებთ. კახეთში ის არ იმყოფებოდა, ამას არ ადასტურებს. ის იმყოფებოდა გუდაურში, მოწოდებული აქვს როგორც მანქანების ნომრები, რომლებითაც ის გადაადგილდებოდა, ასევე ყველა იმ ლოკაციის მისამართია, სადაც დრო გაატარა“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

იტვირთბა....