“მესამეული გადაცემები უკვე ნამდვილად დაფიქსირებულია ქვეყანაში. მეოთხეული გადაცემის შემთხვევები არის თუ არა ქვეყანაში, ამაზე მიმდინარეობს კვლევა. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ყველა, ვინც არის ასაკოვანი და მხცოვანი თანამემამულე, მაქსიმალურად იყვნენ სახლებში, თვითიზოლაციაში და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულს. ხანდაზმულ მოქალაქეებს მოვუფრთხილდეთ, მივცეთ იმის ფუფუნება, რომ ისხდნენ სახლში. მაქსიმალურად დავეხმაროთ იმით, რომ წამლები დასჭირდებათ თუ სხვა რამ, მივუტანოთ”.
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
ამ დროისთვის საქართველოში ვირუსის ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული.