„არ გქონდეთ მოლოდინი, რომ კვირის ბოლოდან და მომავალი კვირიდან პარლამენტი გადაწყვეტილებებს მიიღებს დისტანციურად, ეს შეუძლებელია. არსებობს როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც დაჩქარებული წესით ერთ კვირაში ეს კანონპროექტი მიღებულ იქნას და დისტანციურ რეჟიმში გადავიდეთ, ეს გამორიცხულია… ეს რომ მარტივი ყოფილიყო, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა წინმსწრებად. მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც დავდეთ პროექტი, რომ თუ რისკების დაზღვევა შესაძლებელი იქნა, დროში დაგვესწრო და ყოფილიყო ინიცირებული”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
აღნიშნული განცხადება მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.