ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ჩოხელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, გოდერძი ჩოხელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 317 გრძივ მეტრზე  ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. აგრეთვე, მოეწყო ბორდიური და 1 690 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„ჩოხელის ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან ასფალტის საფარი ამ დრომდე არ ყოფილა. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და ისინი ახლა უკვე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 145 419 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოები  კომპანიამ „ლ ენდ ლ” განახორციელა.

 

იტვირთბა....