ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ევროკავშირმა სამედიცინო დამცავი საშუალებების ექსპორტი შეზღუდა

ევროკავშირმა სამედიცინო დამცავი საშუალებების ექსპორტი შეზღუდა.

როგორც ევროკომიიის პრეზიდნეტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, პირბადეები, დამცავი სათვალე და სპეციალური ეკიპირება ევროკავშირის გარეთ მხოლოდ სპეციალური ნებართვით გაიყიდება.

მისივე თქმით, ევროკავშირის ადმინისტრაციული ორგანოები მუშაობენ, რათა ევროკავშირში დამცავი საშუალებების წარმოების სტიმულირება მოხდეს.

ამასთან ერთად ევროკომიიის პრეზიდნეტმა განაცხადა, რომ სამედიცინო დამცავი საშუალებებით ევროკავშირის შიგნით ვაჭრობა არ უნდა შეიზღუდოს.

„თუ ევროკავშირის ცალკეული წევრები შეწყვეტენ სამედიცინო დამცავი საშუალებების გაყიდვას სხვა წევრ სახელმწიფოებში, მაშინ ეს ცუდი იქნება. ჩვენ უნა დავეხმაროთ ერთმანეთს“,- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

იტვირთბა....