„ევროპული საქართველო“ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს.
“დასაქმებულებს 108.2 მლნ ლარი დარჩებათ, რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ; მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას; სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად”, – აცხადებენ პარტიაში.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული.