ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბრაზილიაში კორონავირუსის გამო ყველა საფეხბურთო ტურნირი შეჩერდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა საფეხბურთო შიდა ტურნირი შეაჩერა.

შიდა ტურნირები გაურკვეველი ვადით შეჩერდა და როდის განახლდება, ამ დროისთვის უცნობია.

კონფედერაციის პრეზიდენტმა როჯერიო კაბოკლომ ამგვარი ნაბიჯი კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისგან თავის დასაცავად გადადგა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გააჩერეს ბრაზილიის თასის გათამაშება, აგრეთვე, ბრაზილიის ჩემპიონატი ქალებსა და იუნიორებს შორის.

 

იტვირთბა....