თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ტესტი განმეორებით ჩაუტარდა და პასუხი კვლავ უარყოფითია.
მისივე თქმით, მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე უარყოფითი პასუხი აქვს, განმეორებით ტესტი დღეს გაუკეთდება და შედეგი დღის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.
„გუშინ დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტთანაც, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ჩატარდება ტესტირება. ალბათ დღის ბოლოსკენ ბატონი თენგიზ ცერცვაძე მოგახსენებთ პასუხს. ვიმედოვნებთ, იქაც ალბათ პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი”,- აცხადებს ეზუგბაია.
მარინა ეზუგბაიამ არ გამორიცხა, რომ გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დღეს დატოვოს.
მისივე განმარტებით, გამოჯანმრთელების მიუხედავად, ის ერთ კვირიან თვითიზოლაციაში იქნება.