ნიუ-იორკში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, სკოლები დაიხურა. როგორც BBC იტყობინება, ასევე იხურება რესტორნები, ბარები და თეატრები.
ქალაქის მერმა, ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ “ქალაქი უპრეცედენტო საფრთხის წინაშე დგას”.
ნიუ-იორკში, სადაც 8 მილიონზე მეტი მცხოვრებია, ახალი ვირუსით 5 ადამიანის გარდაცვალება უკვე დაფიქსირდა. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ხუთივე დაღუპული 53-დან 82 წლამდე ასაკის იყო.
BBC წერს, რომ აშშ-მა ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 69 გარდაცვალების შემთხვევა დაადასტურა. ინფიცირებულია 3 774 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში ნაციონალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.