ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პნევმონიით 8 პაციენტი გვყავს, მათგან ოთხი მძიმე პნევმონიით ფასდება” – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან პნევმონია 8 პაციენტს აღენიშნება, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ეზუგბაიას თქმით,  ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმედოვნებს, რომ  პროგრესირება არ იქნება.

მისივე თქმით, დაავადების პროგრესირება შეიძლება ნებისმიერ ეპიზოდზე განვითარდეს.

„პნევმონიით 8 პაციენტი გვყავს, მათგან ოთხი მძიმე პნევმონიით ფასდება, სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკურნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესირება არ იქნება. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია. მე სულ ვლაპარაკობ, რომ ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაცია აუცილებლად არ ნიშნავს სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას, ამაში მონაწილეობს როგორც ორგანიზმური პასუხი, ასევე თვითონ ვირუსის ხასიათი და აქედან გამომდინარე, დაავადების პროგრესირება შეიძლება ნებისმიერ ეპიზოდზე განვითარდეს გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში,“ – აცხადებს ეზუგბაია.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. ბოლო სამი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.

იტვირთბა....