ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის გამო რუსეთთან საზღვარი დროებით ჩაიკეტა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება.

შეზღუდვა არ ეხება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ბრუნდებიან.

ამასთან, სიახლე არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზეც.

მოქალაქეებმა, რომლებმაც რუსეთის საზღვარი გვიან ღამით გადმოლახეს, “კურიერთან” საუბრის დროს აღნიშნეს, რომ ლარსზე ისინი სამედიცინო პერსონალმა შეამოწმა და ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ ამის შემდეგ შემოუშვეს.

იტვირთბა....