ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა” – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტიდან ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის მდგომარეობა კი, მძიმეა.

“სამი ახალი შემთხვევიდან ერთი მამაკაცია, ორი ქალბატონი. სამივე შუახნისაა… მათი დაინფიცირება მოხდა ან უცხოეთში მოგზაურობისას, ან აქ ჩამოსულ უცხოელთან კონტაქტით”, – განაცხადა ცერცვაძემ “ფორმულასთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კოორნავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....