„პრემიერ მინისტრის ინიციატივით, გასაჯაროვდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ინფიცირებული პაციენტების მისაღებად ჰოსპიტალური სექტორის მზაობის ასამაღლებლად დასახელდა ის ჰოსპიტლები, რომლებიც 100-პროცენტიან მზადყოფნაში უნდა იყვნენ და უკვე არიან ამ პაციენტების მისაღებად. ეს კლინიკებია რესპუბლიკური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ინფექციური, ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 საწოლი, ასევე არის ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური. ამ კლინიკებში სულ 420 ადგილია, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად, თუ ასეთი გაჩნდება. ჯერჯერობით არის მხოლოდ 33 პაციენტი და 420 საწოლი მზადყოფნაში, ეს საკმარისზე მეტია”
თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული.