აჭარაში ახალი კოორნავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
რიჟვაძის თქმით, დაინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია.
“ეს არის იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა… მისი მდგომარეობა არის ცალსახად სტაბილური. მოსახლეობას მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ პანიკას. ყველა ქმედითი ღონისძიება გატარებულია და ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ. ეს ადამიანი პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს და გავრცელების საშიშროება არის მინიმალური”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 33 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.