ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა

რუსეთის ფედერაციაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული გამოცემების ინფორმაცით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა. ოთხივე დაინფიცირებულს კავშირი აქვს იტალიასთან, ესპანეთსა და შვეიცარიასთან.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საფრთხის გამო, 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

იტვირთბა....