საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მთავრობას მკაცრი ზომების გატარების გარდა, სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი კორონავირუსის კრიზისს დაძლევს, თუ მას პასუხისმგებლობით მოეკიდება.
„მე ჩვენი მოქალაქეების ჯანრთელობის გარანტორი, ასევე ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაზე პასუხისმგებელი ვარ. ჩვენ ამ კრიზისს ერთმანეთის მიმართ და ერთმანეთის გამო პასუხიმგებლობის გრძნობით დავძლევთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონიმ
მისივე თქმით, მაღაზიებისა და რესტორნების დახურვა აუცილებელი იყო, რადგან ძალიან ბევრი ადმიანი სუსტად იცავდა თავს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპის განკარგულებით ქვეყანაში რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები და ღამის კლუბები დაიხურა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 4499 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 91 გარდაიცვალა, 12 კი გამოჯანმრთელდა.