ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში მყოფთაგან ერთი არასრულწლოვანია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში 38 ადამიანი რჩება. მისი თქმით, უმეტეს მათგანს კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა რეკომენდაციის გამო აუცილებელია მათი ორკვირიან კარანტინში დარჩენა.

ლევან გოფოძის თქმით გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცე 10-მდე ადამიანმა დატოვა, თუმცა საკარანტინო სივრცეს გუშინვე 18 ადამიანი შეემატა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა მათგანი ქვეყანაში უცხოეთიდან შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში დამატებითი ადგილების შექმნა არ იგეგმება.

იტვირთბა....