თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა , თუმცა მის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.
ტრამპმა ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის დელეგაციის რამდენიმე წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, ტრამპმა კი გასულ კვირას ბრაზილიის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას უმასპინძლა.
„ბრაზილიის პრეზიდენტის დელეგაციასთან შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.