ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიან ეზუგბაიას განცხადებით, ორ პაციენტთან დაკავშირებით, განმეორებითი ტესტის შემთხვევაში, შეიძლება თქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, იმ პაციენტის მეორადი ტესტის პასუხი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ეზუგბაიას თქმით, ვირუსი აღარ დაუდასტურდა განმეორებითი ტესტის შედეგად არც მეორე პაციენტს და მასაც ხელახალი ტესტი ჩაუტარდება 24 საათის განმავლობაში. მეორე პაციენტის შემთხვევაც, პირველი მსგვასად ირანში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.
„პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათია ინტერვალში. უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმთელდა. ორივე პაციენტთან განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში თუ პასუხები უარყოფითი თუ იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.