aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტესტის შედეგები ჯერ მისთვის უცნობია.

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათთან შეხვედრამდე სიცხე გაიზომა და „ყველაფერი ნორმალურადაა“.

მანამდე თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ დონალდ ტრამპს ორ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, თუმცა პრეზიდენტის ინფიცირების შანსი დაბალია.

შეგახსენებთ, რომ ბრაზალიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც თეთრ სახლში გასულ კვირას იმყოფებოდა და დონალდ ტრამპს შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს. ამერიკული მედია ამტკიცებს, რომ ამავე ვახშამზე კიდევ ერთი ინფიცირებული იმყოფებოდა.

იტვირთბა....