დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ხუთ პირს შორის 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას ამის შესახებ, ჟურნალისტებთან, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ავრცელებს.
ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 30 პირიდან მათთან 27 ადამიანი მკურნალობს.
„27 პაციენტიდან 4 პირი არის 14 წლამდე ასაკის. პაციენტებიდან ტემპერატურა მხოლოდ 2 პირს აღენიშნება.“ – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

