ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში მუდმივ კავშირზე არიან პაციენტთან.
კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს უტარდება შესაბამისი მკურნალობა და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომაორება დამაკმაყოფილებელია.