მთავარი ციტატა

“ეპიდსიტუაცია უარესდება – არ უნდა მივეცეთ პანიკას, რადგან ინფექციას მსოფლიო დაძლევს“

„შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, რადგან კლება არის მხოლოდ ჩინეთში, დღეს იყო მინიმუმი რვა შემთხვევა. ხოლო ჩინეთს გარეთ, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია, გახლავთ 140 ათასი, 60 ათასი შემთხვევა ჩინეთს გარეთ. ანუ ეპიდსიტუაცია უარესდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ნაწილი გლობალური სამყაროსი და ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება. ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას, რადგან ინფექციას მსოფლიო დაძლევს“

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა ფიქსირდება.

იტვირთბა....