ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

„ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....