aviabiletebi
მთავარი ციტატა

“საქართველო შეძლებს ამ კრიზისის დაძლევასაც” – სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახალ კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“ვირუსის პირობებში, ქართულმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს ის, რაც არაერთხელ უჩვენებია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეგზისტეცნიალური გამოწვევების დროს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი საუკეთესო თვისებები, რომ ქართველებს შეგვიძლია ერთმანეთის გატანა გაჭირვებაში.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ განვითარებული ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მე დავტოვე და რიჩარდ ლუგარის ცენტრი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ააშენა, რომელიც საქართველოს ქმნის უფრო დაცულად, ვიდრე დაცულია რეგიონის ნებისმიერი სხვა ქვეყანა.

ახლა ამ სისტემაში არის პრობლემები, პრაქტიკულად ბევრი საავადმყოფო ჩვენს მიერ დატოვებული არის დარჩენილი რესურსებისა და მათი პერსონალი არის დარჩენილი ხელფასების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ გასტუმრებული იქნას მათი დავალიანება. მოძებნილი იქნას ახალი ლოკაციები დაავადებასთან საბრძოლველად და სასწრაფოდ მოხდეს დატრეინინგება სამედიცინო პერსონალის.

მე მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, ჩვენ ექიმებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვის ამ დაავადებას. ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი სპეციალისტები და მნიშვნელოვანია, რომ მათ რჩევას დავუგდოთ ყური და არ ავყვეთ პანიკას. ახლა ერთმანეთის მიმართ კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის. საზოგადოება უნდა დაუდგეს სამედიცინო სისტემას და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას მისი პრობლემები… საქართველო შეძლებს ამ კრიზისის დაძლევასაც”, – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

იტვირთბა....