ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პრეზიდენტი “ტვიტერზე” წერს.
მისი თქმით, ახალ კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი უარყოფითია.
შეგახსენებთ, “ფოქს ნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟაირ ბოლსონარუსთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითია.