გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
14-15 მარტს ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და ცვალებადი მიმართულების ქარი.
16 მარტიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი.
მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა: დაბლობსა და ბარში დღისით +6, +11 გრადუსამდე.
ასევე მოსალოდნელია წვიმაც. 14-16 მარტს დროგამოშვებით იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 14-15 მარტს +16, +18, ხოლო 16 მარტს +9,+11 გრადუსამდე დაიკლებს.