ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფიცირების შემთხვევა იქნება საკმაოდ ბევრი, მაგრამ იქნება კონტროლირებადი”- ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდა მოსალოდნელია, თუმდა  ვითარება კონტროლირებადი იქნება.

ცერცვაძემ ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, ამ დროისთვის, ძირითადად, ვირუსის იმპორტურებული შემთხვევები ფიქსირდება,  რისი გაკონტროლებაც ჯერჯერობით შესაძლებელია.

“შემთხვევა იქნება საკმაოდ ბევრი, მაგრამ იქნება კონტროლირებადი, იმიტომ რომ შიდა გადაცემა, ჯერჯერობით, არის ერთეული და არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემები. საერთოდ, ითვლება სპეციალისტების წრეში, რომ მეოთხეული გადაცემა როცა იწყება, ანუ მეოთხე პირი როცა გადასცემს სხვას, იქ ეპიდემია შეიძლება უკონტროლო გახდეს,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

იტვირთბა....