საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე უცხო ქვეყნის 8 მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს.
მიზეზი დაწესებული შეზღუდვები და მაღალი ტემპერატურა გახდა, რის გამოც გერმანიის ერთ, აზერბაიჯანის ექვს და შვეიცარიის ერთ მოქალაქეს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.
ბოლო ინფორმაციით, კახეთში თვითიზოლაციაში 68 ადამიანი იმყოფება. იმის გამო, რომ მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობიდან 14 -დღიანი საკარანტინო პერიოდი ჯერ არ გასულა, სპეციალისტები მათ ყოველდღიურად აკვირდებიან. თუმცა, კახეთის მასშტაბით არცერთი პირის გადაყვანა საკარანტინო სივრცეში მომხდარა.